საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მედიცინის ფაკულტეტის მიერ წარდგენილი პროექტი გახდა.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ წარდგენილი პროექტი: 

“მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და  დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით.”

 პროექტის მიზანია მოლეკულური პათოლოგიის  სწავლების განვითარება საქართველოს უმაღლეს სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სკოლებში საერთაშორისო სტანდარტებთან და ბოლონიის პროცესის სულისკვეთებასთან შესაბამისობისაში მოყვანისათვის. შეიქმნება  მოლეკულური პათოლოგიის  ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსი  (მედიცინის პირველი საფეხურის, რეზიდენტურის, ბიოლოგიის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის), მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სკოლებთან, ექსპერტებთან და მოლეკულური პათოლოგიის საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით;

ამასთან პროექტის ფარგლებში დაფინანსდება  მოლეკულური პათოლოგიის  ლაბორატორიის ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და  თანამედროვე სამეცნიერო აღჭურვილობით აღჭურვა.  

პროექტში მონაწილეობს თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის,   ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის და შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის  თანამშრომლები.

მოწვეული ექსპერტები არიან

პროფესორი  ქრისტიან მაურინი - მაგდერბურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის (გერმანია) ნეიროპათოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პათოლოგ ანატომი. იგი ასევე არის თსუ-ის საპატიო დოქტორი და თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი.

პროფესორი მარია პია ფოსჩინი - ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) ანატომიური პათოლოგიის სკოლის დირექტორი, ბელლარიას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის  პათოლოგიური ანატომიის  განყოფილების დირექტორი. ბოლონიის უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ბოლონიის უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის სკოლის დირექტორი, ბოლონიის საუნივერსიტეტო კლინიკა ბელარიას ონკოლოგიური განყოფილების პათოლოგიური ანატომიის განყოფილების ხელმძღვანელი.

პროფესორი ლუკა მორანდი  - ბოლონიის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო და ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

თარიღი: 26/04/2024